"> " width="800" height="120" play="true" loop="false" wmode="Opaque" quality="high" bgcolor="" align="" pluginspage="http://www.macromedia.com/shockwave/download/index.cgi?P1_Prod_Version=ShockwaveFlash">











Главная | Регистрация | ВходПриветствую Вас სტუმარი | RSS
საიტის ნავიგაცია
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
Уменьшить  
Реклама на сайте
Реклама на сайте
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ანეგდოტები
11:59 AM
ანეგდოტები
ანეგდოტები (ნაწ.2)
სიახლის განხილვა




ბავშვი ეკითხება მამას ზებრაზე: 

– მამი, ეს მელირებული ცხენიაო?

– არა, – პასუხობს, მამა, – ეს ზებრაა, მელირებული ცხენი კი დედაშენიაო.

**

მამა ეკითხება შვილს:

– რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდეო?

– ვინ უნდა გამოვიდე, მამი და „სირიო".

– რატომ, შვილოო?

– რატომ და, მთელი დღე იმას გაიძახი, ამ „სირმა" რა მანქანა იყიდა, იმ „სირმა" რა მაგარი ბინა იყიდაო და, მეც მინდა, რომ „სირი" გამოვიდეო…

***

– რა ღირს თუთიყუში?

– რომელი?

– აი, ის, შუაში რომ ზის.

– 10 000 დოლარი.

– რა ამბავია, რას აკეთებს ასეთს?

– ეგ უბრალო თუთიყუში არაა, „კაგებეს" არქივი იცის ზეპირად.

– კაი, მარჯვნივ რომაა, ის?

– ის, გენაცვალე, 20 000 ღირს, „ცეერუს"არქივი აქვს მაგას ტვინში.

– არ მინდა არც ეგ. ის რაღა ღირს, მარცხენა?

– 50 000.

– არ გადამრიო, მაგან რაღა იცის ამისთანა?

– ეგ არავინ იცის, მარა ეს ორი თუთიყუში მაგას „ბოსს" ეძახის.

***

ტიპს ჰკითხეს, ყველაზე ადვილი ენა რომელიაო?

– რომელი და – სვანურიო…

– კი მარა, რატომ სვანურიო?

– იმიტომ, რომ სვანებმაც ისწავლესო.

***

ჭიჭიკია ისეთი ჟმოტია, „სვადებნიში" მარტო იყო წასულიო…

***

განაცხადის შევსება:

– აქ რა დავწერო?

– თქვენი დაბადების თარიღი…

– ციფრებით თუ სიტყვიერად?

– როგორც თქვენ გნებავთ…

– აქ რას ვწერ?

– აქ – თქვენს სახელსა და გვარს…

– სიტყვიერად?

***

ომია. სამხედრო გემის მიმართულებით ტორპედო მოდის და კაპიტანი ეუბნება ბოცმანს:

– სადაცაა, დედა გვეტირება და ბიჭებს ნუ ჩავხოცავთ საქვაბეში, ამოიყვანე გემბანზე და ერთი გემრიელად გააცინეო…

ბოცმანი ამორეკავს ხალხს და ეუბნება:

– ახლა მიყურეთ! ამოვიღებ კვერცხებს, დავახეთქებ გემბანზე და გემი ნაფოტებად იქცევაო.

– მართლაც ამოიღებს, ბრახ! დაარტყამს და გემი ჰაერში აიწევა…

კაპიტანი და ბოცმანი გადარჩებიან. მიცურდება კაპიტანი ბოცმანთან და ეჩხუბება:

– რა ჰქენი, ბიჭო, ეს რა ჩაიდინეო?

– რა გინდა, ბიჭო, ხომ გავაცინე ბიჭებიო.

– რა გააცინე, ტორპედო აგვცდაო.

***

მიტომ იშვილა ორი თვის ზანგი და დიდი ზარზეიმით მიიყვანა შინ. ცოლმა უთხრა:

– კაცო, ეს ჩვენები ვერ დაგვიზრდია და ე ზანგი რაღად გინდოდაო?

– რას ამბობ, ქალო, რო გაიზრდება, ჩვენ შვილებ ინგლისურს ასწავლისო, – უთხრა მიტომ.

***

ორი ღამურა კიდია ფეხებით და ერთი ეკითხება მეორეს:

– ყველაზე ცუდი დღე როდის გქონდა?

– მაშინ, კუჭი რომ ამეშალაო.

***

ინჟინერი ქმარი ეუბნება ცოლს:

– ძვირფასო, ხომ არ გამიმხელ ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი დიდ რევოლუციას მოახდენდა ცემენტის მრეწველობაში…
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 796 | დაამატა: Dz3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ძებნა
კალენდარი
საიტის მეგობრები
Уменьшить 
                 

Design by }0PAH (portgames.net.ru) | Free site builder - uCoz